„საჯაროდ გამოჩენის შემდეგ ქეით მიდლტონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა“- მედია

გამოცემა „ფეიჯ სიქსი“ წყაროებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ პრინცესას ჯანმრთელობის მდგომარეობა, საჯარო გამოსვლის შემდეგ, მკვეთრად გაუარესდა. ქეით მიდლტონი თავს სუსტად გრძნობს და ახლა ენერგიის აღდგენაზე არის ორიენტირებული. მიდლტონი ექვსი თვის შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა. პრინცესა, რამდენიმე დღის წინ  მეფე ჩარლზ III-ის დაბადების დღეზე იმყოფებოდა. ეს იყო უელსის პრინცესას პირველი საჯარო გამოსვლა მას შედეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ის სიმსივნის დიაგნოზს ებრძვის.

მეტი...

 „უკრაინა და ევროკავშირი უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას უახლოეს მომავალში ხელს მოაწერენ“- პრეზიდენტის ადმინისტრაცია

უკრაინამ და ევროკავშირმა უსაფრთხოების დოკუმენტთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დასკვნითი რაუნდი გამართეს. მხარეები დოკუმენტზე ხელმოწერას უახლოეს მომავალში გეგმავენ. ამის შესახებ, ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის აპარატზე დაყრდნობით ავრცელებს. „უკრაინისა და ევროკავშირის მოლაპარაკების გუნდებმა დაასრულეს უსაფრთხოების დოკუმენტის ტექსტის შეთანხმება და გადაწყვიტეს, რომ მას უახლოეს მომავალში მოაწერენ ხელს“ – აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის აპარატის განცხადებაში. დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარების მიწოდებას ჰპირდება.

მეტი...

ქართული ფარიკაობის ლეგენდა, გურამ კოსტავა გარდაიცვალა

ქართული ფარიკაობის ლეგენდა, დაშნით მოფარიკავე გურამ კოსტავა 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. კოსტავა იყო მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში (1961, 1963), ორგზის მეორე (1959,1966) და ორგზის მესამე ადგილის პრიზიორი (1963, 1965). 1960 წელს, რომის ოლიმპიურ თამაშებზე გახდა მესამე ადგილის პრიზიორი გუნდურ ასპარეზობაში, 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადის მესამე ადგილის პრიზიორი პირად ჩათვლაში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი პირად ჩათვლაში (1961), საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1960). მიღებული აქვს სპორტის რაინდის წოდება (2016).  

მეტი...

“იპოდრომის ტერიტორიაზე 77 სართულიანი კორპუსის აშენება იგეგმება- აქციის მონაწილე

მოქალქეები,რომლებმაც თბილისის საკრებულოსთან აქცია გამართეს, ამბობენ რომ იპოდრომის ტერიტორიაზე 77 სართულიანი კორპუსის აშენება იგეგმება. მათი თქმით, ქალაქში ერთადერთ ტყეს სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნეს და ეს ტერიტორია გაამზადეს სამშენებლოდ. „როგორც ცნობილია, ამ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს დიდი კომპლექსი, ერთ-ერთი მათგანი იქნება, დაახლოებით 77-სართულიანი. ჩვენი შეკრების მთავარი მიზანია, საკრებულოს მოვთხოვოთ თუ რა მიზეზის გამო შეიძლება მოეხსნას სარეკრეაციო ზონის სტატუსი ერთადერთ ტყეს, რომელიც შემორჩენილია ქალაქში და სამშენებლოდ გაამზადონ” – განაცხადა აქციის  ერთ-ერთმა ორგანიზატორმა. აქციის მონაწილეები სამართებლივ დავასაც არ გამორიცხავენ.   თბილისის საკრებულოსთან აქცია მიმდინარეობს

მეტი...

“იმის მიუხედავად, რომ დავმარცხდით, გამოვავლინეთ ხასიათი“- გიორგი გველესიანი

“იმის მიუხედავად, რომ დავმარცხდით, გამოვავლინეთ ხასიათი, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში დეფიციტში იყო. ეს ხასიათი ნამდვილად კარგი მაგალითია მომავალი თაობებისთვის“- ამბობს თურქეთთან მარცხის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, გიორგი გველესიანი. ფეხბურთელის თქმით, საქართველოს ეროვნული ნაკრები არავისთვის არ არის ხელწამოსაკრავი. „ეს ხასიათი ნამდვილად კარგი მაგალითია მომავალი თაობებისთვის. დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები არავისთვის არ არის ხელწამოსაკრავი ნაკრები, რაც გუშინდელმა თამაშმა დაამტკიცა”- განაცხადა გიორგი გველესიანმა.   ‘შედეგი იქნება ჯგუფიდან გასვლა”- ქვილითაია

მეტი...

თბილისის საკრებულოსთან აქცია მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოსთან იპოდრომის ტყის სარეკრეაციო ზონის სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, რომ მათ აინტერესებთ, თუ რა მიზეზის გამო შეიძლება მოეხსნას სარეკრეაციო ზონის სტატუსი იპოდრომის ტყეს. “დიდი ხანია ვაპროტესტებთ იმ სამუშაოებს, რაც იპოდრომზე მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენი შეკრების მთავარი მიზანი არის გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე კვირის წინ მიიღო საკრებულომ, რაც იპოდრომის ტყის ზონალურ ცვლილებას შეეხებოდა – იპოდრომის ტყეს სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნეს და ეს ტერიტორია გაამზადეს სამშენებლოდ. როგორც ცნობილია, ამ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს დიდი კომპლექსი, ერთ-ერთი მათგანი იქნება, დაახლოებით 77-სართულიანი“- ამბობს აქციის მონაწილე.

მეტი...

კატის მკვლელობის გამო საბერძნეთში ქართველი დააკავეს

სამართალდამცავებმა  სალონიკში, კატის მკვლელობის ბრალდებით 33 წლის ქართველი დააკავეს. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. 33 წლის კაცის წინააღმდეგ ცხოველებზე ძალადობის ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმე მას შემდეგ აღიძრა, რაც კაცის ადგილობრივმა უჩივლა.

მეტი...

„რუსეთში არსებული დასავლური აქტივების ნაწილი, შესაძლოა, დასავლეთის წინააღმდეგ საპასუხო ზომის სახით იყოს გამოყენებული“- ზახაროვა

„რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური აქტივების და ქონების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც, შესაძლოა, საპასუხო ზომად იყოს გამოყენებული იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი რუსულ აქტივებს გამოიყენებს“- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ. ზახაროვა ამბობს, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური კონტრზომების არსენალი ფართოა. „ჩვენს ქვეყანაში დასავლური აქტივები და ქონებაა, რომელიც რუსეთის იურისდიქციის ქვეშ იმყოფება. ეს ყველაფერი, შესაძლოა, დაექვემდებაროს რუსეთის საპასუხო პოლიტიკას და საპასუხო ქმედებებს. რა თქმა უნდა, არავინ გაგიმხელთ ამ საპასუხო ქმედებების დეტალებს. მაგრამ პოლიტიკური და ეკონომიკური კონტრზომების არსენალი ფართოა“- განუცხადა ზახაროვამ ჟურნალისტებს. „დიდ შვიდეულის“ ჯგუფის ლიდერები გასულ კვირას იტალიაში გამართულ სამიტზე შეთანხმდნენ, რომ დასავლეთში…

მეტი...

“შედეგი იქნება ჯგუფიდან გასვლა”- ქვილითაია

 საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქვილითაია თურქეთთან გამართული თამაშით კმაყოფილია, თუმცა ამბობს, რომ ჯგუფიდან გასასვლელად მოგება არის საჭირო. ქვილითაიას თქმით, ეროვნული ნაკრების პირველი მატჩი დადებითად შეფასდა. „აქ არ ვართ ტურისტებად, გვინდა შედეგი დავდოთ და შედეგი იქნება ჯგუფიდან გასვლა. თუ ჯგუფიდან გასვლა გვინდა თამაში უნდა მოვიგოთ. ბედნიერები ვართ, რომ ქართველი გულშემატკივარი ბოლომდე იხარჯება ჩვენ გამო და ჩვენც აუცილებლად იგივეს შემოგთავაზებთ, რასაც აქამდე ვაკეთებდით. პირველად ვითამაშეთ, ახალი გამოცდილებაა ჩვენთვის, იმის ფონზე რომ დებიუტანტები ვიყავით და აფასებენ ჩვენს თამაშს გამორჩეულ თამაშად“- გიორგი ქვილითაია

მეტი...

ათენში ცეცხლმა საცხოვრებელ კორპუსებამდე მიაღწია

საბერძნეთში, ათენის მახლობლად ტყის ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდაპირველად ხანძარი დილის საათებში სამ დასახლებულ პუნქტთან გაჩნდა. მეხანძრეებმა ცეცხლის ლიკვიდაცია შეძლეს. ნაქსოსში დაუდევრობით ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი, ადგილობრივი მცხოვრები დააკავეს. ამ დროისთვის ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ ქოროფისა და კიტწის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, სადაც ცეცხლმა საცხოვრებელ კორპუსებამდე მიაღწია და რამდენიმე ეზო მოიცვა. ცეცხლის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი უწყობს.  

მეტი...

სოფელ წიწამურთან მაგისტრალური მილსადენის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სოფელ წიწამურთან „ჯივიპის“ კუთვნილი მაგისტრალური მილსადენის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.  მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე და 306-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და უკანონო ქმედებით გარემოსათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას გულისხმობს. წიწამურთან მილსადენი სამი დღის წინ დაზიანდა, რის გამოც დედაქალაქის ნაწილს წყალი სპეციალური გრაფიკით მიეწოდება. დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე, მილის შეკეთება რამდენიმე დღეს გასტანს და მის სრულად აღდგენას კიდევ 6 დღე სჭირდება.  

მეტი...

წალენჯიხის მერის მოადგილეს სახლში დრონით უთვალთვალებდნენ, მან კი მოულოდნელობისგან დრონს წყალი შეასხა

წალენჯიხის მერის მოადგილე აცხადებს, რომ სახლში, სადაც ის ცხოვრობს, დრონით უთვალთვალებდნენ. დრონი ყვავილების მორწყვისას დააფიქსირა და მოულოდნელობისგან უცებ წყალი შეასხა. „რამდენიმე წუთის წინ, ბელეტაჟიანი სახლის აივანზე წყალს ვუსხამდი ყვავილს, როდესაც ზევიდან სწორხაზოვნად დრონი ჩამოფრინდა და ზუსტად ჩემს წინ გაჩერდა. მოულოდნელობისგან მხოლოდ ის მოვახერხე, რომ წყალი შევასხი, ის მყისიერად ზევით აფრინდა და სახლის უკან გაუჩინარდა. მშვიდობაა?? სახლის ტერიტორიაზე, რომელიც ჩემს პირად სივრცეს წარმოადგენს რას იღებთ ან რას იგებთ! ან საერთოდ რა ხდება“ – კითხულობს თამარ ბელქანია. როგორც ის ამბობს, მოულოდნელობისგან დაიბნა, თუმცა უკეთესი იქნებოდა წყლის ავზი ესროლა, დრონი ჩამოეგდო და მეხსიერების ბარათი ამოეცალა.…

მეტი...

ტიბეტელები

ტიბეტი ჩინეთის ავტონომიური რეგიონია. ტიბეტელთა მნიშვნელოვანი რაოდენობა ცხოვრობს ჩინეთის პროვინციებში განსუში, ცინგჰაიში, სიჩუანსა და იუნანში. ტიბეტის ოფიციალური ენებია ტიბეტური და მანდარინი, თუმცა, ჩვეულებრივ საუბრობენ ჩინურად. ტიბეტელების ძირითადი შემოსავლის წყაროა ხელნაკეთი ნივთების დამზადება და ტურიზმი. მაგალითად, ხალიჩების ქარხნიდან, რომელიც დედაქალაქ ლასაში მდებარეობს,  ხალიჩები ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და სამხრეთ აზიაშიც იყიდება. ტიბეტელები რელიგიური ხალხია და ეს კარად ჩანს ტაძრებში. მიდიან ე.წ. ძღვენითა და შესაწირით. ტიბეტელები, ძირითადად, რელიგიიდან გამომდინარე, სასმელს არ სვამენ. უფრო მეტად კი  ლუდის მსგავს სასმელს. დადგენილია, რომ ტიბეტელების ცხოვრების  საშუალო ხანგრძლივობა 72 წელია. რაც შეეხება ტიბეტელების ჩაცმულობას, ტრადიციულ ტიბეტურ სამოსს…

მეტი...

,,ვლადიმერ პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტი სასოწარკვეთილების ნიშანია” – ენტონი ბლინკენი

რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის დაახლოების მცდელობის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტი არის სასოწარკვეთილების ნიშანი, რათა გააძლიეროს ურთიერთობები ისეთ ქვეყნებთან, რომლებსაც შეუძლიათ, მხარი დაუჭირონ ომს უკრაინაში. ჩრდილოეთ კორეა მნიშვნელოვან იარაღს და სხვა საბრძოლო მასალას აწვდის რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებლად. ჩვენს შეშფოთებას იწვევს ირანისა და ჩინეთის ფაქტორებიც, ძალიან ვართ შეშფოთებული ჩინეთის გამო, არა შეიარაღების მიწოდების კუთხით, არამედ იმით, რომ აწვდიან რუსეთს იმას, რაც კრემლს თავდაცვის ინდუსტრიული ბაზების შენარჩუნებისთვის სჭირდება, რათა თავად აწარმოოს უფრო მეტი ტანკი, იარაღი…

მეტი...

რატომ ეცვა თურქეთის ნაკრების ფეხბურთელს სხვადასხვა ნომრით შორტი და მაისური

თურქეთი – საქართველოს მატჩში მაისურისა და შორტის ნომრის ცვლილების გამო სამეთ აკაიდინსა და თურქეთის ნაკრებს არანაირი დისციპლინარული სასჯელი არ ემუქრებათ. GEO TEAM-ის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის გამო დამძიმებული შორტი ფეხბურთელმა შესვენებაზე უეფას დელეგატის თანხმობის შემდეგ გამოიცვალა.

მეტი...

გიორგი ქოჩორაშვილი მიმართვას ავრცელებს

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი საქართველო-თურქეთის მატჩზე წერს: „ვეცადეთ, ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩი ჩვენი გულშემატკივრებისთის მიგვეძღვნა, მთელი გული ჩავდეთ. ახლა ყველაზე მთავარია, შეცდომები გავაანალიზოთ და საუკეთესოდ მოვემზადოთ ჩეხეთთან თამაშისთვის. მადლობა გულშემატკივარს საოცარი მხარდაჭერისთვის მსოფლიოს ყველა წერტილიდან”, – წერს ქოჩორაშვილი.

მეტი...

ვინ არის მამაკაცი თურქეთ-საქართველოს მატჩიდან, რომელიც თურქი გულშემატკივრის სექტორში საქართველოს დროშას აფრიალებდა

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თავისი სადებიუტო შეხვედრა გამართა. თამაშში გოლი გიორგი მიქაუტაძემ 31-ე წუთზე გაიტანა. საქართველო-თურქეთის მატჩი 3:1 დასრულდა. თამაში დორტმუნდში მიმდინარეობდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ქართველი გულშემატკივარი, თურქი გულშემატკივრის სექტორში საქართველოს დროშას აფრიალებდა. მისი მეუღლე, ხათუნა დარჯანია, წერს, რომ კარგად არიან. „არ ინერვიულოთ კარგად ვართ“, – წერს მეუღლე.

მეტი...

,,სოციალურად დაუცველი ბავშვების რაოდენობა 5,2%-ით გაიზარდა” – ომბუდსმენი

სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. ანგარიშში ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად დასახელებულია ბავშვთა სიღარიბე: ,,ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა – ბავშვთა სიღარიბეა. „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 5,2%-ით გაიზარდა. მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან ასევე, ხანდაზმულები”, – ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშის მოკლე მიმოხილვაში. ამავე ანგარიშით, პრობლემად რჩება ბავშვობის ასაკში ქორწინებისა და ნიშნობის მავნე პრაქტიკის აღმოფხვრა და გოგოების სათანადოდ დაცვა. გამოწვევაა რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლების ეფექტიანი განხორციელება და სერვისებზე…

მეტი...

ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტები კვლავ ხდებიან ძალადობის მსხვერპლები – ომბუდსმენის ანგარიში

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. ანგარიშში საუბარია პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობასა და არაფორმალური მმართველობაზე, ასევე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებულ მდგომარერობაზე: ,,წლებია გამოწვევას წარმოადგენს პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობა და არაფორმალური მმართველობის ცალკეული შემთხვევები; დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო საკანში პატიმრების ხანგრძლივი, არამიზნობრივი და დასჯის მიზნით მოთავსება; არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენა და დოკუმენტირება, პატიმართა ადეკვატური სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფა და პენიტენციური დაწესებულებების ფიზიკური გარემო. აუცილებელია დაიხვეწოს პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებისა თუ სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი…

მეტი...

,,ოპოზიცია აუცილებლად მიიღებს შესაბამის განაჩენს ქართული საზოგადოებისგან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე” – დავით მათიკაშვილი

,,ოპოზიცია აუცილებლად მიიღებს შესაბამის განაჩენს ქართული საზოგადოებისგან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა. „ოპოზიციის დამოკიდებულება ასახავს მათ რეალურ სულისკვეთებას. ისინი არა თუ არ ემხრობიან ამ პროპაგანდის წინააღმდეგ არსებულ საკანონმდებლო სივრცეს, ისინი მას მხარს უჭერენ. აუცილებლად შესაბამის პასუხს, განაჩენს ქართული საზოგადოებისგან მიიღებენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

მეტი...

105 წლის ამერიკელმა სტენფორდის უნივერსიტეტში მაგისტრის წოდება მიიღო

105 წლის ამერიკელმა ვირჯინია ჰისლოპმა განათლების სფეროში მაგისტრის წოდება მიიღო. NBC ცნობით, ვირჯინიამ სტენფორდის უნივერსიტეტში სწავლა 1936 წელს დაიწყო. მან წარმატებით დაამთავრა ბაკალავრიატი და მაგისტრატურაში ჩააბარა. მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი საქმრო მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს, ქალმა უნივერსიტეტში სიარული შეწყვიტა. ვირჯინია განმარტავს, რომ სამაგისტრო ნაშრომი უკვე დასრულებული ჰქონდა და მხოლოდ მისი ფინალური ვერსია უნდა წარედგინა. მაგრამ ქალი გათხოვდა და თაფლობის თვის გატარება ოკლაჰომაში გადაწყვიტა, სადაც მისი მეუღლე ჯორჯი მსახურობდა. ომის შემდეგ ვირჯინია ქმართან და ორ შვილთან ერთად ვაშინგტონის შტატში დასახლდა და სპეციალობით მუშაობდა. ცოტა ხნის წინ ვირჯინიას სიძე სტენფორდის უნივერსიტეტს…

მეტი...

გიორგი მამარდაშვილი მიმართვას ავრცელებს

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თავისი სადებიუტო შეხვედრა გამართა. თამაშში გოლი გიორგი მიქაუტაძემ 31-ე წუთზე გაიტანა. საქართველო-თურქეთის მატჩი 3:1 დასრულდა. თამაში დორტმუნდში მიმდინარეობდა. ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი მიმართვას ავრცელებს: „სადებიუტო თამაში @euro2024-ზე რომელიც ყველას გვემახსოვრება. ვამაყობ ჩემი გუნდით და ჩემი ხალხით! თამაში, სადაც ყველამ დაინახა, რომ არასდროს დავნებდებით!  მადლობა გვერდში დგომისთვის“, – წერს გიორგი.

მეტი...

,,იყო აქტიური ჩართულობა, რომ სკოლისა და ბაღის ბავშვებისთვის ესწავლებინათ, რას ნიშნავს ერთნაირსქესიანი წყვილის შვილად ყოფნა” – ოხანაშვილი

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან იმ კანონების პაკეტის მიზნებზე ისაუბრა, რომლებიც მმართველმა გუნდმა პარლამენტში შეიტანა. მისი თქმით, ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით საჭიროა ჩარევა და მოქმედება, ოღონდ არა უხეშად და ვინმეს უფლების ხარჯზე. „იყო კონკრეტულ საკითხებზე პირდაპირი, აქტიური ჩართულობა, რომ დაგვეწყო შეტანა სასწავლო კურსის და სკოლის და ბაღის ბავშვებისთვის ესწავლებინათ რას ნიშნავს ერთნაირსქესიანი წყვილის შვილად ყოფნა, რა შედეგებს იწვევს, როგორ გრძნობენ ისინი თავს. სწავლების კურსის შეტანაზე იყო აქტიური მოწოდებები და ჩართულობა დახურულ კარს მიღმა. კიდევ ბევრი სხვა მოცემულობაა, როდესაც დაიბეჭდა ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი საინფორმაციო ბუკლეტები, სადაც იყო ეს ყველაფერი წარმოჩენილი პროპაგანდის და…

მეტი...

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ფხენიანში ვლადიმერ პუტინის ვიზიტი გაფრთხილებად უნდა იყოს მიღებული

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უცნაური სცენებით ვიზიტი გაფრთხილებად უნდა იყოს მიღებული. „ტირანიის ახალი ღერძი ჩვენი თავისუფლებებისთვის ძირის გამოსათხრელად მუშაობს. მათი შეკავება მხოლოდ ჩვენი შეიარაღებული ძალების გაძლიერებით შეგვიძლია“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში. Ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეაში 2000 წლიდან პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. კიმ ჩენ ინი კოლეგას აეროპორტში განსაკუთრებული პატივით დახვდა. ფხენიანში კი შენობებზე რუსეთის დროშები და პუტინის პორტრეტებია გამოკრული.

მეტი...

,,მაშინაც კი, როდესაც კლუბ „მილანთან“ ერთად დიდ საფეხბურთო ისტორიას ვწერდი, არცერთი წუთით არ გამიწყვეტია კავშირი ჩემს ქვეყანასთან” – კალაძე “DiW“-ის მიერ შექმნილ საათზე

კახა კალაძესთან კოლაბორაციით, Designa Individual-მა Rolex Daytona-ს საკოლექციო საათი შექმნა, რომელიც საქართველოს დროშისა და საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ფერებშია გადაწყვეტილი. საათის კორპუსის დიამეტრი 40 მილიმეტრია. მის უკანა მხარეს არსებულ მექანიზმში წარმოდგენილია ბურთის დიზაინი, რომლითაც კახა კალაძემ, მილანთან ერთად, მოიგო ჩემპიონთა ლიგა. „მიხარია, რომ ცნობილ კომპანია DiW-თან შედგა კოლაბორაცია და შეიქმნა საათი, რომლის დიზაინის შერჩევაში თვითონ მივიღე მონაწილეობა. მაშინაც კი, როდესაც კლუბ „მილანის“ ფეხბურთელი ვიყავი და ამ კლუბთან ერთად დიდ საფეხბურთო ისტორიას ვწერდი, არცერთი წუთით არ გამიწყვეტია კავშირი ჩემს ქვეყანასთან. ყველაფერი, რასაც მივაღწიე, როგორც ფეხბურთელმა, ჩემი საქართველოს დამსახურებაა. მილანთან ერთად ჩემპიონთა ლიგის…

მეტი...

,,იმ ღამესვე ცდილობდნენ დავერწმუნებინე, რომ ბავშვი დაიხრჩო, ანაწმენდები გაანადგურა ექსპერტმა” – 12 წლის ანას საქმის სასამართლო

მტკიცებულებების განადგურების ფაქტზე, 12 წლის ანა იანუშაიტიტეს საქმის არსებითი განხილვა დაიწყო საქალაქო სასამართლოში. პროცესს ბრალდებული, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი დავით გრიგოლიაც ესწრება. ის ბრალს არ აღიარებს და არც კომენტარს აკეთებს. პროცესზეა 12 წლის გოგონას დედაც. ,,თავიდან, იმ ღამესვე, არასწორად იყო დაყენებული პრიორიტეტები. ცდილობდნენ დავერწმუნებინე, რომ ბავშვი მოიწამლა და თავისით დაიხრჩო და ამის გამო, პირველივე ღამეს და შემდგომ, როდესაც ითვლება, რომ არის ცხელი კვალი, ძებნა სწორად არ მიმდინარეობდა. ჩემი ქალიშვილის ანაწმენდები გაანადგურა სწორედ ექსპერტმა. მან არ აიღო სწორად, ვერ შეინახა ასევე რის შედეგადაც ის დაობდა. მაინც ველოდები, რომ სასამართლო მას…

მეტი...

19-20 ივნისს ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის 88-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე (პაქსაძეები-კორტოხის მონაკვეთი) მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების პროცესში, 2024 წლის 19 ივნისის 23:00 სთ-დან 20 ივნისის 07:00 სთ-მდე, საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

მეტი...

,,მიუღებელია ნებისმიერი ტიპის ბულინგი, მით უმეტეს, როცა ეს ეხება პოლიტიკოსის ოჯახის წევრებს, არასრულწლოვნებს” – იოსელიანი

საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, მიუღებელია ნებისმიერი ტიპის ბულინგი, მით უმეტეს, როცა ეს ეხება პოლიტიკოსის ოჯახის წევრებს, არასრულწლოვნებს. „ეს ყველაფერი აისახება ოჯახის წევრების ფსიქიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბავშვები არ აგებენ პასუხს მშობლების გადაწყვეტილებებზე. არც ოჯახის წევრები აგებენ პასუხს, მაგალითად, ქალბატონი ირმას (ზავრადაშვილი) გადაწყვეტილებებზე. ქალბატონი ირმა აგებს პასუხს პოლიტიკურად თავის გადაწყვეტილებაზე და მან უნდა მიიღოს კრიტიკაც, მან უნდა უპასუხოს ამ კრიტიკას თავისი მოსაზრებებით. არაფერ შუაშია არც მისი შვილი, არც ოჯახის სხვა წევრი. ცალსახად ვგმობ ნებისმიერი ტიპის ბულინგს, რომელიც მიემართება ოჯახის წევრებს. განსაკუთრებით, თუ საუბარი არის…

მეტი...

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ გიორგი ცაგარეიშვილი დაინიშნა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრს, ახალი მოადგილე ჰყავს. მიხეილ სარჯველაძის მოადგილედ პარლამენტის წევრი, გიორგი ცაგარეიშვილი დაინიშნა. გიორგი ცაგარეიშვილი, 2022 წლიდან დღემდე, საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო. 2004-2016 წლებში, საქართველოს პარლამენტის მე-6, მე-7 და მე-8 მოწვევის დეპუტატი. სხვადასხვა წლებში, გიორგი ცაგარეიშვილი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, აგრარულ საკითხთა კომიტეტის, ასევე იურიდიულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი იყო.  2017-2018 წლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩევლის პოზიციას იკავებდა.

მეტი...

,,ოქტომბერში იქნება არჩევნები და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობები უკეთესობისკენ შეიცვლება” – ჰერჩინსკი

,,ოქტომბერში იქნება არჩევნები და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობები უკეთესობისკენ შეიცვლება”, – ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი. ,,როდესაც მე თბილისში პირველად ჩამოვედი ორი წლის წინ, ვნახე ულამაზესი ძველი ქალაქი, სადაც დგას ქანდაკება „ქართლის დედა“, რომელსაც ერთ ხელში ხმალი უჭირავს, მეორეში კი ღვინით სავსე თასი. მე ამიხსნეს, რომ ეს ქანდაკება განასახიერებს საქართველოს, ხმალი არის მტრებისთვის, ხოლო ღვინო მეგობრებისთვის. ახლა ქართველებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, ვინ არის მათი მტერი და ვინ მეგობარი. როგორც ევროკავშირი, ჩვენ ყოველთვის ვიდექით საქართველოს გვერდით, მხარს ვუჭერდით მის დამოუკიდებლობას არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმეებითაც. უკვე 16 წელია, რაც…

მეტი...

ლიმუზინი, ჩაის სერვიზი და ხანჯალი – პუტინმა და კიმ ჩენ ინმა საჩუქრები გაცვალეს, ხელი მოეწერა ახალ შეთანხმებას

ვლადიმერ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის დროს საჩუქრები გაცვალეს. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის წერს, რომ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს აჩუქა რუსული წარმოების ლიმუზინი – Aurus-ი, ჩაის სერვიზი და ,,ადმირალის ხანჯალი”. მეორე მხირვ, პუტინს გადაეცა სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც მას ასახავს, მათ შორის ბიუსტები. ,,გამოსახულებების რამდენიმე ვარიანტია, ყველა მათგანი საკმაოდ მხატვრულია, ბიუსტების ჩათვლით”, – თქვა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა. Aurus Senat ლიმუზინის წარმოება 2018 წელს დაიწყო, მას შემდეგ რაც პუტინმა პირადად დაავალა თავის ქვეყანას ძვირადღირებული მანქანის შექმნა. გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის ლიდერმა…

მეტი...

ნევადის უდაბნოში იდუმალი მონოლითი აღმოაჩინეს – BBC

ნევადის უდაბნოში იდუმალი მონოლითი აღმოაჩინეს. BBC-ის ინფორმაციით, ობიექტი ლას-ვეგასის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იპოვეს, როდესაც უდაბნოში დაკარგულ ადამიანს ეძებდნენ. ის მაღალია და მართკუთხა ფორმა აქვს. სამართალდამცველებმა მონოლითის ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დასვა კითხვა: „ეს აქ როგორ აღმოჩნდა?“ მსგავსი ობიექტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 2020 წელს აღმოაჩინეს, მათ შორის იუტის უდაბნოში, რუმინეთში, ინგლისში, უელსში.

მეტი...

VIDEO: ვრცელდება შსს-ს მიერ ფარულად გადაღებული ვიდეოკადრები – როგორ და სად ყიდდნენ ნარკორეალიზატორები ნარკოტიკს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, თბილისის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, კახეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 27 პირი დააკავეს, მათ შორის 15 ნარკორეალიზატორია.  

მეტი...

„ევროკავშირი მხარს უჭერდა და დაუჭერს საქართველოში სამოქალაქო ორგანიზაციებს“ – ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა სოციაციის ახლად გახსნილ ოფისში იმყოფებოდა. როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, ვროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას. „ახლახან გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა, მნიშვნელოვანი დიალოგი საია-სთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან, რომელსაც ევროკავშირი უჭერს მხარს. საია ეხმარება ყველაზე მოწყვლად ადამიანებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც იურიდიული დახმარება სჭირდებათ. საია ასევე აქტიურია ადგილობრივ საარჩევნო სადამკვირვებლო პროცესში. ევროკავშირი მხარს უჭერდა და დაუჭერს საია-ს და საქართველოში ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, რადგან აქტიური სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხერხემალია“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

მეტი...

,,ფხენიანი უპირობოდ დაუჭერს მხარს რუსეთის ყველანაირ პოლიტიკას” – კიმ ჩენ ინი

,,ფხენიანი უპირობოდ დაუჭერს მხარს რუსეთის ყველანაირ პოლიტიკას”, – ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ფხენიანი აპირებს, რომ კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესოს სტრატეგიული თანამშრომლობა რუსეთთან. „ჩრდილოეთ კორეა სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს რუსეთის მთავრობას, არმიას და ხალხს, უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის განხორციელებისას მათი სუვერენიტეტის, უსაფრთხოების ინტერესების და ასევე ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“, – აღნიშნა კიმ ჩენ ინმა. პუტინი ფხენიანში დღეს ჩავიდა. ეს 24 წლის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქში.

მეტი...

BRICS-ის თამაშებში არც ერთი ქართველი სპორტსმენი არ მონაწილეობს

19 ივნისის მონაცემებით, BRICS-ის თამაშებში არც ერთი ქართველი სპორტსმენი არ მონაწილეობს. ,,ეხო კავკაზას” ცნობით, ოთხმა ქართველმა სპორტსმენმა – ზურაბ ჩაგელიშვილმა, ვალერი იარგანაშვილმა, ვახტანგ თაბარუკიშვილმა და თამაზ ბედინაძემ ყაზანში მიმდინარე თამაშებში მონაწილეობაზე უარი თქვეს. ტურნირის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სპორტსმენები ჭიდაობის ერთ-ერთ სახეობაში უნდა გამოსულიყვნენ, თუმცა, როგორც ფედერაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩიტაშვილმა განაცხადა, ეს იყო გაუგებრობა. მისივე თქმით, ფედერაციამ ტურნირში მონაწილეობის მოწვევა დაახლოებით თვენახევრის წინ მიიღო, თუმცა, მას შემდეგ, რაც სპორტსმენებმა შეიტყვეს, რომ თამაშებზე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიც მონაწილეობდა, უარი განაცხადეს. იქამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ RICS-ის თამაშებზე ქართველი სამბისტები ელენა…

მეტი...