საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებს 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.
საქართველოდან 28 სპორტსმენი სპორტის 10 სახეობაში იასპარეზებს. ეს სახეობებია: ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა და ძიუდო.