Reuters-ის ინფორმაციით, ბელგიაში, ტერაქტის მომზადების ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს. გამოძიების ფარგლებში ანტვერპენში, ლიეჟში, გენტსა და ბრიუსელში მდებარე 14 სახლში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა.
„სხვა საკითხებთან ერთად, ისინი ტერაქტის მომზადებაში არიან ეჭვმიტანილები. თავდასხმის კონკრეტული სამიზნეები ჯერ დადგენილი არ არის“, – განაცხადეს პროკურატურაში.