საქართველოს ეროვნულ ნაკრების პარალელურად ისტორია ამ კვირაში საქართველოს ფეხბურთის ქალთა ნაკრებმაც დაწერა.
16 ივლისს ნაკრებმა გასვლაზე ლიეტუვა 1:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი ოფში გავიდა. მსგავსი რამ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქალების შესრულებით ჯერ არ მომხდარა.
გასულ კვირას ისტორიული წარმატება მოიპოვეს მორაგბე ქალებმაც – საქართველოს 7-ქალა ნაკრები ელიტაში ითამაშებს.