გერმანულმა ინტერნეტსააგენტო “ტრანსფერმარკტმა” ფეხბურთელების განახლებული ფასები გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა.
სატრანსფერო ფასი ამჟამად 45 მილიონ ევროს შეადგენს.