თბილისის მერიის ცნობით, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე ტექნიკური ხარვეზის გამო მგზავრთა მომსახურება დროებით შეწყდება. ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, ადგილზე შესაბამისი ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები იმუშავებენ.
საბურთალოს ხაზზე მომსახურება ხვალ სტანდარტულ დროს, 06:00 საათზე განახლდება, პირველი ხაზი კი მგზავრთა მიღებას ჩვეული სამუშაო განრიგით უზრუნველყოფს.