საქართველოში კორონავირუსის 2 479 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 374 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 2 479 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 374 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 385 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 522, „პისიარ“ ტესტით – 9 863.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,77%, ბოლო 14 დღის – 8,47%, ბოლო 7 დღის – 9,07%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 664 813 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 614 855 გამოჯანმრთელდა, 9 510 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 914 269 აცრა, დღიურად აცრილია 2 260.

კარანტინის რეჟიმშია 61, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 562 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 970 პირი.

ამასთან, 17 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 581 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 494 პაციენტი, გარდაიცვალა 28.

მსგავსი თემები