ძლიერი სიცხის გამო, საბერძნეთის მთავრობამ ზოგიერთ კომპანიას მიმართა, არ დაუშვან, რომ მზის აქტიურ მონაკვეთში დასაქმებულებმა სამუშაო ღია სივრცეებში შეასრულონ.
სამშაბათიდან პარასკევის ჩათვლით შუადღიდან 17:00 საათამდე მუშაობა შეჩერდება, კერძოდ, მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანებისთვის, საკვების მიმწოდებელიბისა და კურიერებისთვის.
საბერძნეთის ზოგიერთ რაიონში ტემპერატურის მატებას 42-43 გრადუსამდე ელოდებიან. მეტეოროლოგების თქმით, ივლისის ბოლომდე ტემპერატურა მნიშვნელოვნად არ დაიკლებს.