უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ირლანდიაში ჩავიდა. მას აეროპორტში ირლანდიის პრემიერ-მინისტრი, საიმონ ჰარისი დახვდა.
„პირველ რიგში, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, მადლობა ირლანდიას უამრავი უკრაინელი ლტოლვილის მასპინძლობისთვის, თქვენ რუსეთის შემოჭრის დაწყებიდანვე ჩვენს გვერდით ხართ“- განუცხადა ჟურნალისტებს ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ჟურნალისტებთან საუბრისას ირლანდიის პრემიერმა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უკრაინის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა.