ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეია „ქართულ ოცნებას“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
“მმართველი პარტიის ლიდერები ავრცელებენ დეზინფორმაციას ხანგრძლივი პარტნიორების შესახებ აშშ-ის ჩათვლით და ეს ემსახურება მხოლოდ ჩვენი მტრების ინტერესებს”, – აცხადებს უზრა ზეია.