კაცი, რომელიც BBC-ის ჟურნალისტის, ცოლისა და ორი შვილის არბალეტით მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი დააკავეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
პოლიციის განცხადებით, სამმაგ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 26 წლის კაცი ხუთშაბათს, 11 ივლისის საღამოს დააკავეს.
,,გამოძიება ჩქარი ტემპით მიმდინარეობს და შედეგად, ჩვენ უკვე დავაკავეთ მამაკაცი. გამოძიება ამ დროისთვის გრძელდება,” – განაცხადა დეტექტივმა რობ ჰოლმა.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის ჟურნალისტის ჯონ ჰანტის ცოლი და ორი შვილი სამშაბათს საღამოს, ჩრდილოეთ ლონდონში, არბალეტით მოკლეს.