,,მართლმსაჯულების სისტემის მთავარ გამოწვევად კვლავ ე.წ ,,კლანური მმართველობა” რჩება”, – ნათქვამია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიშში, რომელსაც ,,საია” აქვეყნებს.
,,რიგით მე-12 მონიტორინგი 2023 წლის 1 იანვარი – 31 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა და მასში ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში ინფორმაციის საჯაროობის კუთხით მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა ,,იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრულად დახურულ უწყებად გადაიქცა”, – აცხადებს ,,საია”.
მონიტორინგის თანახმად, ორწლიანი დაგვიანებით, პარლამენტმა არამოსამართლე წევრებად ისეთ კანდიდატებს დაუჭირა მხარი, რითიც პლურალიზმის ნაცვლად, გავლენიანი ჯგუფის გაძლიერებას შეუწყო ხელი. დღემდე სხდომები დებატებისა და განსხვავებული აზრის გარეშე მიმდინარეობს.