საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფასგან ბონუსის სახით 12.25 მილიონ ევროს მიიღებს, რაც თითქმის 37 მილიონი ლარია. თითოეული ეტაპის დაძლევისთვის გუნდებისთვის გამოყოფილ თანხას, მატჩის ბონუსიც ემატება: 9.25 მილიონი ევრო – მონაწილეობისთვის; მატჩის ბონუსი: 1 მილიონი ევრო – მოგება; 500 000 ევრო – ფრე; 1.5 მილიონი ევრო – მერვედფინალში გასვლისთვის; 2.5 მილიონი ევრო – მეოთხედფინალში გასვლისთვის; 4 მილიონი ევრო – ნახევარფინალისთვის; 5 მილიონი ევრო – მეორეადგილოსანი; 8 მილიონი ევრო – ჩემპიონი.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა და ევრო 2024-ის მერვედფინალშია.