„კედელზე ნახატებს დასდევდნენ და ამბობდნენ, რომ ეს არის ნიშნები, სადაც ბომბები უნდა ჩამოვარდესო. შემდეგ აღმოჩნდა, რომ კატები იყო დახატული კედლებზე. ამ დონის ოპოზიცია გვყავს”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ”უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი პერიოდში, როცა ომი დაიწყო რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ, ოპოზიციამ დაიწყო პანიკის თესვა საქართველოში, თითქოს შემოვლენ რუსეთი მოქალაქეები, თითქოს ესენი არიან დივერსიული ჯგუფები”.