“ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას მოვახსენებ სომეხი ტყვეების დაბრუნებაში გაწეული მხარდაჭერისთვის” – ნიკოლ ფაშინიანი

  •  

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერმინისტრს სომეხი სამხედრო ტყვეების დაბრუნებაში გაწეული დახმარებისთვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა.

ნიკოლ ფაშინიანმა იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა პირისპირ შეხვედრისას განიხილეს. 

“უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა მოგახსენოთ თბილი მიღებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ხალხებს ერთმანეთთან აკავშირებს საუკუნოვანი მეგობრობა. დღევანდელი ჩვენი განხილვების მნიშვნელოვანი აზრი ის იყო, რომ ჩვენი საუბრის უმეტესი ნაწილი მივუძღვენით ჩვენი რეგიონისთვის მშვიდობიანი განვითარების, ერის გახსნის დღის წესრიგს.  

ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში არის უამრავი კონფლიქტი და უამრავი საშიშროება. ჩვენ ვცდილობთ, ჩვენს დიალოგში ერთმანეთს დავეხმაროთ, რომ ყურადღება გავამახვილოთ იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც პარალელურად არსებობს და ვფიქრობ, რომ შესაძლებლობების გამოყენების საკითხში ერთმანეთის მხარდაჭერა ის ფორმულაა, რომელიც ჩვენთვის უფრო შესაძლებელს და ხელმისაწვდომს გახდის რისკების მართვას.

კიდევ ერთხელ, ბატონ ღარიბაშვილს მადლობას მოვახსენებ, ივნისში 15 სომეხი ტყვის დაბრუნებაში გაწეული მხარდაჭერისთვის,” – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მსგავსი თემები