“შესაძლებელია “მიუ” შტამი საქართველოშიც იყოს აღმოჩენილი” – ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე კორონავირუსის ახალი, “მიუ” შტამის შესახებ საუბრობს. მისი განცხადებით, აღნიშნული ვარიანტის ერთეული შემთხვევა უკვე მსოფლიოს 39 ქვეყანაშია დაფიქსირებული. 

სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ b1.621 საქართველოში იყოს გამოვლენილი.

“დღეისათვის მსოფლიოს 39 ქვეყანაში დაფიქსირდა მისი ერთეული შემთხვევები, მათ შორის თურქეთში, რაც გახდა ის გარკვეული კითხვების საფუძველი. თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჯერჯერობით, ეს მუტაცია არ მიეკუთვნება იმავე ტიპის მუტაციების კატეგორიას, როგორიც არის ყველაზე საშიში “დელტა” ვარიანტი.

შესაძლებელია, ის საქართველოშიც იყოს აღმოჩენილი, ვინაიდან ჩვენი ლუგარის ლაბორატორია სავსებით შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომელსაც შეუძლია ასეთი მუტაციების აღმოჩენა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ის დარჩება ბოლომდე როგორც ინტერესის მუტაცია და არ გახდება მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი,” – აცხადებს ივანე ჩხაიძე.  

მსგავსი თემები