„კორონავირუსის ახალი შტამი „მიუ“ ჩვენთანაც შემოვა“ – დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავარში“

თურქეთში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი. ე.წ მიუ შტამი როგორც სხვა ქვეყნებისთვის, საქართველოსთვისაც საფრთხეს წარმოადგენს. როგორც ჯანდაცვის ექსპერტმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, როგორც სხვა შტამები, ის საქართველოშიც შემოვა, თუმცა, უნდა გავიზიაროთ სხვა ქვეყნების გამოცდილება.  

„ერთადერთი, ვიცით ის, რომ ისიც განეკუთვნება კორონავირუსს და „მიუ“ შტამი კორონავირუსის მუტაციური ვარიანტია. მას ჯაჭვური გავრცელება, გადაცემის დიდი ინტენსივობა ახასიათებს, მაგრამ დღეს ისეთი რაოდენობა არ არის, რომ საშიშროება გამოიწვიოს. რაც შეეხება საქართველოში გავრცელებას, თუ მთელ დედამიწაზე გავრცელდა, ჩვენც არ ჩამოვრჩებით ამ ამბავს, ქართველები როგორ ვიკადრებთ, რომ რამეს ჩამოვრჩეთ, ესეც შემოვა, მაგრამ უნდა გავიზიაროთ სხვების გამოცდილება, ვაქცინაციის შედეგი როგორი იქნება ამ შტამთან და რა ბრძოლისუნარიანობას გამოიჩენს“,- განაცხადა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

მისივე შეფასებით, ბიოლოგური მუტაციების პერიოდში ვიმყოფებით და ახალ-ახალ შტამებს ვერაფრით შევაჩერეთ.   

„ახალი გენური მუტაციების წარმოქმნას ჩვენ ვერაფრით შევაჩერებთ. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა ვიცოდეთ საწყის ეტაპთან ბრძოლის ნაწილი – რა ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები უნდა გავატაროთ, რომ მომზადებული დავხვდეთ ახალ შტამს. დღეს ველოდებით რაღაც ახალ „მიუს“, ხვალ ვიტყვით „იქსს“, ზეგ „იგრეკს“ და ასე შემდეგ. ეს ასე აგრძელედება რადგანაც ვიმყოფებით ბიოლოგიური მუტაციების პერიოდში“ – განაცხადა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართნ“.   

მსგავსი თემები