საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 50 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 50 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 7 917-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 1 965 პირს, გამოჯანმრთელდა 3 996 პაციენტი.

გუშინ, 6 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 120 შემთხვევა გამოვლინდა, 4 905 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 61 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები