„ვაქცინირებულ სტუმრებს და პერსონალს, ჩემს რესტორანში პრივილეგიები მიენიჭება“ – შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ნებისმიერ დადებით თუ უარყოფით შედეგებზე პასუხისმგებელია სახელმწიფო,“ – ამის შესახებ “მედიცანტრ მთავარში” “რესტორატორთა ასოციაციის” დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

შოთა ბურჯანაძის ინფორმაციით სიტუაციის გაუარესება რეგულაციების უგულვებელყოფამ გამოიწვია:

„ქვეყანაში გვაქვს პრი უკიდურესობა, ან სულ ვიკეტებით, ან ვიხსნებით, ოქროს შუალედი ვერ ვიპოვეთ, ამ ვითარებიდან გამოსავალი არის, ადმინისტრირება და მრავალრიცხოვანი ღონისძიებების გაუქმება, მეორე კი არის ვაქცინირება.

ვაქცინირება არის ერთადერთი გადარჩენა და მე აქ არ ვარ ორიგინალური, სამწუხაროდ გახდა საჭირო, რომ ადამიანებს მოვუწოდოთ ვაქცინირებისკენ, მე პირადად ადამიანები,რომლებიც ვაქცინირებულები არიან მიიღებენ ჩემს რესტორანში მომსახურების ფასდაკლებას და ვაქცინირებული თანამშრომლები ხელფასზე დანამატს,“ – განაცხადა ბურჯანაძემ „მედიცანეტრ მთავარში.“

მისივე ინფორმაციით გადაწყვეტილება ინდივიდუალურია, ბურჯანაძე თვლის, რომ თუ ციფრები ასე გაგრძელდება „ისედაც ჩავიკეტებით:”

„ეს ციფრები ავტომატურ რეჟიმში ჩაკეტვას გამოიწვევს, რეგულაციების შესრულებასთან მიმართებაში იყო ქაოსი, დღეის მდგომარეობით არაფერი გამკაცრებულა, უბრალოდ გამახვილდა ყურადღება რეგულაციების შესრულებაზე,“ – განაცხადა ბურჯანაძემ „მედიცანეტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები