ეროვნული სატყეო სააგენტოში თანამშრომლების COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურის თანამშრომლები – 18 მეტყევე სოფელ რუხის აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში აიცრა.

“მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის სოციალური პასუხისმგებლობა ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით. ეს არის ერთადერთი გზა ქვეყანა დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმს და სრულად დავამარცხოთ პანდემია,” – განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით ალადაშვილმა.

მსგავსი თემები