გარდაბანში​, მდინარე მტკვარში მეხანძრე-მაშველებმა ცხედარი იპოვეს

გარდაბანში​, გრესის არხის მიმდებარედ მდინარე მტკვარში მეხანძრე-მაშველებმა ერთი პირის ცხედარი იპოვეს, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ გარდაბანში, გრესის არხის მიმდებარედ მდინარე მტკვარში სათევზაოდ შესული პირი დინებამ წაიღო და გაუჩინარდა წყალში.

შეტყობინების მიღებისთანავე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ჩაერთვნენ.

ინტენსიური სამაშველო ღონისძიების შედეგად, გრესის არხის მიმდებარედ მდინარე მტკვარში მეხანძრე-მაშველებმა ერთი პირის ცხედარი იპოვეს. ცხედარი ამოსვენებულია და ოჯახის წევრების მხრიდან იდენტიფიცირებულია“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

მათივე ცნობით, ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური იმყოფებოდა.

„საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში 35 მეხანძრე მაშველი, სამი მყვინთავი, საფრენი აპარატი დრონი, მცურავი საშუალებები და ფსკერის სკანირების სპეციალური ხელსაწყო, ექოლოტი მონაწილეობდა“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის განცხადებაში.

მსგავსი თემები