“მზად ვარ, დავიკავო ჩვენი გმირი ექიმების გვერდით ადგილი, ჩავიცვა ისევ თეთრი ხალათი და მათთან ერთად დავდგე ამ ურთულეს ბრძოლაში” – ეკატერინე ტიკარაძე

ეს არის ძალიან რთული ბრძოლა, რომელიც ჩვენ ძალიან გვიჭირს და მზად ვარ, დავიკავო ჩვენი გმირი ექიმების გვერდით ადგილი, ჩავიცვა ისევ თეთრი ხალათი და მათთან ერთად დავდგე ამ ურთულეს ბრძოლაში, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა მოქალქეებს კიდევ ერთხელ რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.

„ძალიან მინდა, ვთხოვო საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველა ქართველს და არაქართველს, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად ცხოვრობს, აუცილებელი არის, რომ დაცული იყოს ყველა რეგულაცია. ძალიან კარგად ვიაზრებ იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობა, მაგრამ მაშინ, როდესაც ჩვენ ვიმყოფებით ბრძოლაში სიკვდილის და სიცოცხლის და თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენაში, უპირველესი რჩება არა ეკონომიკა, არამედ მთავარი არის თითოეული ჩვენი გვერდში მდგომის და ოჯახის წევრის სიცოცხლის გადარჩენა.

ყველას გთხოვთ, იგრძენით ის მაღალი მორალური პასუხისმგებლობა, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ კოვიდპანდემია“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მსგავსი თემები