“კორონავირუსის ამ შტამს აქვს არა თანმიმდევრული, არამედ ნახტომისებური ზრდა” – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3780 ადამიანს დაუდასტურდა; გარდაიცვალა 30 ადამიანი. ინფიცირების ძალიან მაღალი რისკის სიაში და წითელი ზონის სტატუსი საქართველოს – ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება საერთაშორისო სტატუსზეც აისახა.

საქართველო ვირუსს ვაქცინაციით ებრძვის. ბოლო 24 საათში 19 000-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო იმუნიზაციის პროცესში. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ვაქცინაციის პროცესი დღეს ჯანდაცვის მინისტრმაც შეაფასა.

“დღეის მდგომარეობით, ჩვენ უკვე ყოველდღიურად გვყავს 4000-მდე ინფიცირებული. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ კორონავირუსის ამ შტამს აქვს არა თანმიმდევრული, არამედ ნახტომისებური ზრდა. დღესდღეობით, ინფიცირების ჯამური რაოდენობით მივაღწიეთ 39 000-მდე, საიდანაც 6500-მდე დღეს მკურნალობს სტაციონარში.

მოსახლეობის დამყოლობა ვაქცინაციის პროცესში საკმაოდ მაღალია. ჩვენ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ვაქცინაციის დღიური მაჩვენებლით 19 000-ს გადავაჭარბეთ,”-აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი. 

მსგავსი თემები