გაგრძელდება თუ არა სექტემბრიდან სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში? – თამარ გაბუნიას განმარტება

„სექტემბრამდე, ჯერ აგვისტოს სამი კვირა გვაქვს და ამ სამი კვირის მანძილზე იმედი გვაქვს განათლების სექტორი აქტიურად ჩაერთვება ვაქცინაციის პროგრამაში,“ – ამის შესახებ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

გაბუნია ვერ აკონკრეტებს თუ როდის განახლდება სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში, მისივე თქმით დაიწყო განათლების სეგმენტის აქტიური ვაქცინაცია:

„დღეს დილით დაიწყო სივრცეების გამოყოფა ვაქცინაციისთვის, ეს მოხდება ქვეყნის ყველა რეგიონში, რათა პედაგოგებს ნაკლები ბარიერი ჰქონდეთ ასაცრელად,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

საკოორდინაციო საბჭოში, ბრიფინგი ამ წუთებში მიმდინრეობს.

მსგავსი თემები