ორდღიანი ძებნის შემდეგ მამაკაცის ცხედარი მტკვარში იპოვეს

2 დღიანი ძებნის შემდეგ მტკვარში შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცხედარი ოჯახის მიერ იდენტიფიცირებულია.

საძიებო სამუშაოებში მონაწილეობდა 20 მაშველი, 3 მყვინთავი, ასევე მცურავი საშუალებები და ფსკერის სკანირების ხელსაწყო “ექოლოტი”.

მსგავსი თემები