“კოვიდბარათის QR კოდით ჩვენ არ ვართ მიერთებული ევროკავშირის სივრცესთან, მაგრამ შესაბამისი სტრუქტურები ამისთვის მუშაობენ” – ამირან გამყრელიძე

QR კოდი იკითხება მშვენივრად. ერთადერთი, QR კოდით ჩვენ არ ვართ მიერთებული ევროკავშირის სივრცესთან, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხემლძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კოვიდბარათის QR კოდთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, შესაბამისი სტრუქტურები მუშაოებენ, რათა საქართველო თანდათან მიუერთდეს ამ სივრცეს.

„ამაზე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, შესაბამისი სტრუქტურები მუშაოებენ და საქართველო თანდათან უნდა მიუერთდეს ამ სივრცეს. ხოლო QR კოდს თუ დაანათებთ, იქიდან ამოიკითხავთ, რომ აცრილი ხართ ამა და ამ დოზით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები