ოპოზიციური პარტიები მერობის კანდიდატებს მიმდინარე კვირას დაასახელებენ

ოპოზიციურმა პარტიებმა თბილისის მერობის საკუთარი კანდიდატები მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა დაასახელონ.

კონსულტაციები ამ დრომდე იმართება “გირჩში”, “ლელოსა” და “სტრატეგია აღმაშენებელში”.

ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ამბობს, რომ ისინი ოპოზიციის მიერ უკვე დასახელებულ ნიკა მელიას კონკურენტები არ იქნებიან და ამომრჩევლისთვის ალტერნატიული კანდიდატების შეთავაზებას “ქართული ოცნების“ წარმომადგენლის დამარცხების საუკეთესო გზად მიიჩნევენ.

მსგავსი თემები