„ფაიზერზე“ 107 157 მსურველი დარეგისტრირდა

რეგისტრაციის გახსნიდან, ანუ, 12:00 საათიდან „ფაიზერზე“ 107 157 აცრის მსურველი დარეგისტრირდა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, თავიდან, დიდი ნაკადის გამო, რეგისტრაციის საიტის ნელა მუშაობდა.

„12:00 საათიდან ამ დრომდე “ფაიზერზე” დარეგისტრირებულია 107 157 მოქალაქე. დიდი ნაკადის გამო, პირველი 10-15 წუთი საიტის მუშაობა შედარებით ნელი იყო, თუმცა ნახევარ საათში ეს პრობლემა სრულად მოიხსნა. ამჟამად საიტის მუშაობაში არანაირი შეფერხება არ არის. „საიტის მუშაობა გადაყვანილია ახალ რეჟიმზე. შეყვანილი მონაცემების ვალიდაციისთვის 24 საათიან პერიოდს ითვალისწინებს. მოქალაქე, როდესაც დარეგისტრირდება, ის მიიღებს დასტურს, რომ მისი მონაცემები მიღებულია, 24 საათის განმავლობაში მიიღებს საბოლოო დასტურს რეგისტრაციასთან დაკავშირებით. დაუყოვნებლივ აღარ იგზავენება შეტყობინება, შეტყობინება მითითებულ ნომერზე ჯავშნის დადასტურებით, 24 საათში მიიღებს “, – განმარტავს გაბუნია.

მსგავსი თემები