კორონავირუსით 2 617 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 43 394 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 2 617  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 869  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  6.03 %   

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  400 698-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.03 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.55 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.15 %.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 869 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 371 434-მდე.

მსგავსი თემები