თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, იმ სკოლების თანამშრომლებს, რომლებიც ეროვნულ გამოცდებში არიან ჩართული, შესაბამისი ტრანსპორტი მოემსახურება

  •  

თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებით, იმ სკოლების თანამშრომლებს, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებში არიან ჩართული, შესაბამისი ტრანსპორტი მოემსახურება. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული სკოლების ჩამონათვალი, სადაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება, მათი მომსახურე პერსონალისა და პედაგოგებისთვის მოხდება ტრანსპორტით უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის მხრიდან“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები 1-ელ ივლისს იწყება.

მსგავსი თემები