7-თვიანი ლოდინის შემდეგ დღეიდან კომენდანტის საათი იხსნება

  •  

30 ივნისს, 7-თვიანი შეზღუდვის შემდეგ საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი უქმდება.

მთავრობამ კომენდანტის საათის პირველი ივლისიდან გაუქმების შესახებ ერთი კვირის წინ განაცხადა და იმავე დღეს საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ დააზუსტა, რომ ღამე გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნებოდა 30 ივნისის დილის 4 საათიდან.

შეგახსენებთ, რომ კომენდანტის საათი საქართველოში 2020 წლის 28 ნოემბრიდან ამოქმედდა.

მსგავსი თემები