საბერძნეთში გარდაცვლილი ქართველი ქალის დამსაქმებელი გადმოსვენებაზე უარს ამბობს და ცხედრის კრემაციას აპირებს

საბერძნეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ოჯახი დახმარებას ითხოვს. ქალი ათენში გარდაიცვალა, თუმცა ოჯახი რომელშიც ის მუშაობდა მის გადმოსვენებაზე უარს აცხადებს და განმარტავენ, რომ ცხედრის კრემაცია უნდა მოხდეს.

ქალის ოჯახი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, კრემაციას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და სახელმწიფოს გადმოსვენებაში დახმარებას სთხოვს.

საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთბია, თუმცა გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრების თქმით, მიიღეს შეთავაზება, რომ მანანა ხეთაგურის ნეშტის გადმოსვენება, მხოლოდ კრემაციის შემდეგ მოხდება, რაზეც ოჯახი ეწინააღმდეგება. 

გარდაცვლილის შვილის თქმით, ის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას, მთელი დღის განმავლობაში, უშედეგოდ ცდილობს. 

მანანა ხეთაგურის ცხედარი საბერძნეთში ერთ-ერთ სასტუმროში იპოვეს.

მსგავსი თემები