„წლის ბოლომდე, ვაქცინის 4 მილიონ დოზას მივიღებთ“ – პრემიერ-მინისტრი

„წლის ბოლომდე, ვაქცინის 4 მილიონ დოზას მივიღებთ, რაც იქნება სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ როგორც დავგეგმეთ, მოსახლეობის 60 პროცენტი იქნას აცრილი“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

„ვფიქრობ, საკმაოდ რთული პროცესების შემდეგ, დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლების დიდი ძალისხმევით, კანონის უზენაესობისა და სახელმწიფო ინტერესების განუხრელი ერთგულებით, ყველა მიმართულებით ახალ ეტაპზე გადავედით. დღეს დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უახლოეს დღეებში ვაქცინის მილიონ დოზაზე მეტს მივიღებთ. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ფაიზერთან მივაღწიეთ მოლაპარაკებას მილიონი ვაქცინის მიღებაზე, ასევე ერთი მილიონი სინოფარმი, მილიონი სინოვაკი, ნოვავაქსის 700 000 დოზა. ჯამში წლის ბოლომდე, 4 მილიონ დოზას მივიღებთ, რაც იქნება სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ როგორც დავგეგმეთ, მოსახლეობის 60 პროცენტი იქნას აცრილი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები