საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა

  •  

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 148 შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 769 პირს დაუდასტურდა, 460 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 18 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 671 შემთხვევა გამოვლინდა, 657 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები