„ამ ფორმით ეს ჰესი არ აშენდება, არ ავაშენებინებთ“ – ლევან ვასაძე ნამოხვანჰესის მშენებლობაზე

​„ჩვენ ყველანი აღშფოთებული ვართ იმ ხელშეკრულების შინაარსით, რომელსაც ხელი მოაწერეს ჩვენმა ბიუროკრატებმა. ჰესი ამ ფორმით არ შენდება“ – ეს განცხადება საზოგადოებრივი მოძრაობის – „ერთობა, რაობა, იმედი“ დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ 9 აპრილის ბაღში მოსახლეობათან შეხვედრის დროს გააკეთა.

„ჩვენ არ ავაშენებინეთ მათ ამ ფორმით ამ ჰესს, გინდა – ახტნენ გინდა – დახტნენ, რაც გინდა აკეთონ, ეს გამორიცხულია. კონსულტანტებთან ერთად, პროფესიონალურ დონეზე გავეცანი ამ ჰესის ხელშეკრულების ტექსტს, რაობას, დეტალებს. ამ ფორმით, ამ სტრუქტურით, ამ მფლობელობით, ამ პარამეტრებში ჰესი არ აშენდება. მეორე – თუ რამე ჰესი მად უნდა აშენდეს, მაგალითად, შემცირებული ზომის, სხვა გეოფიზიკური საინჟინრო პარამეტრებით, ეს უნდა იყოს აუცილებლად შეთანხმებული ადგილობრივ მოსახლეობასთან, თუ არ უნდა მოსახლეობას, არავითარი ჰესი იქ არ უნდა აშენდეს. მესამე –  ჩინოვნიკებმა რამდენიც უნდა იძახონ რაღაცები, ხალხის თვალში უმნიშვნელოვანესი აქტივები უნდა ეკუთვნოდეს ჩვენს სახელმწიფოს“ – განაცხადა ლევან ვასაძის.

მისივე შეფასებით,  თუ ჰესი აშენდება, აშენდება სხვა ფორმით და საკონტროლო პაკეტი ადგილობრივ მოსახლეობას ექნება.

„ის გამოსავალი, რომელიც უნდა მოინახოს, გარდა ადგილობრივი მოსახლეობის თანხმობისა, თავის თავში გულისხმობს საკონტროლო პაკეტის მფლობელობას საქართველოს  სახელმწიფოს ხელში. ამ პირობის შემთხვევაში, ნურავინ დაგვაბრალებს, რომ ვართ ქსენოფობები, თურქოფობები ან ნორვეგიოფობები, არის იქ ორი უცხოური კომპანია, კიბატონო, იყვნენ უმცირესობაში, თუ საკონტროლო პაკეტი ჩვენს სახელმწიფოს ეკუთვნის ასეთ სტრატეგიულ ჰესში, და რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობა ამა თუ იმ ფორმით ეთანხმება ასეთი ჰესის აშენებას, მაშინ ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, რომ განვითარდეს ენერგეტიკა, ეკონომიკა და ქვეყანამ წაიწიოს წინ. ესენი ამას ვერ იზამენ, ამდენი თვე გავიდა, გრძელდება რიონის ხეობის გადათხრა. იყო ხელოვნური მცდელობები, რომ ჩვენ დაგვაპირისპირონ მათ, ჩემი თავი ენაცვალოს რიონის ხეობის მცველებს და იმ ოქროსავით ხალხს, ვინც ამდენი თვეა, გმირულად იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.

უფრო მეტიც, თქვა რა ამ ოქროსავით კაცმა, ვარლამ გოლეთიანმა, რომ ჩვენ არ გვინდა პოლიტიკურში გადასვლაო, ჩვენ ხეობას ვიცავთო, მე ვეცი მათ პატივი, ადამიანმა, რომელშიც დუღდა ეს გადაწყვეტილება, შევიდე, არ შევიდე პოლიტიკაში, აღარ შევაწუხე ეს კარგი ხალხი ჩემი იქ ჩასვლით, ვიღაცას არ ეფიქრა, რომ ჩამოვიდა და მათ გვერდზე გაიჯგიმაო, როგორც ბევრმა გააკეთა ეს ამ თვეების განმავლობაში. მე მათი მხარდაჭერის სხვა ფორმა მოვნახე და ახლაც ვამბობ, ერთ კვირაში ატარებენ აქციას? ყველანი მივიდეთ რიგით ჯარისკაცებად. წავიდეთ, მე მოვალ იქ, როგორც რიგითი მოქალაქე, დავდგები უკანა რიგებში და მხარს დავუჭერ რიონის, მოსახლეობას, რათა ჰესი არ აშენდეს“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

მსგავსი თემები