„ნატო მხარს არ დაუჭერს ახალ წევრს, სადაც დემოკრატია კითხვის ნიშნის ქვეშაა“ – დიპლომატების ერთობლივი განცხადება

შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოლკერი და ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, ამჯერად, ერთობლივ პოზიციას აფიქსირებენ და აცხადებენ, რომ ქვეყანა სახიფათო ჩიხში იმყოფება.   

„ჩვენ ორნი, ათწლეულება, ვართ საქართველოს მხარდამჭერები და მეგობრები. ვიცავდით საქართველოს დასავლურ მოწოდებას და ქვეყანას მხარს ყველაზე რთულ დროსაც კი ვუჭერდით. დღეს ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ ქართულ დემოკრატიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო… საქართველო იმყოფება სახიფათო ჩიხში, რომელიც რისკს უქმნის ყველაფერს. რთულად მოპოვებული გამარჯვებები მუდმივია არაა, დემოკრატია მუდამ დაცული უნდა იყოს“ – ასეთია მათი პოზიცია.

ისინი აქცენტს ნატოში ინტეგრაციაზეც აკეთებენ და აცხადებენ, რომ  ნატო-ს არც ერთ მთავრობას შეუძლია მხარი დაუჭიროს ახალ წევრ სახელმწიფოს, რომლის დემოკრატია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების უნარი და კანონის უზენაესობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

„პრემიერ-მინისტრის გადადგომით, ძირითადი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრების შესაძლებლობით, საარჩევნო დარღვევების აღმოფხვრის პროცესზე შეთანხმების მიუღწევლობით და ახალი არჩევნების ჩატარების მოწოდებით იმის გარეშე, რომ სამართლიანად დადგინდეს, მოხდა თუ არა რამე არასწორად ბოლოს ჩატარებული არჩევნების დროს, საქართველო ჩიხშია შესული და ეს აზიანებს ქვეყანას საზღვარგარეთ. ორივე მხარემ უნდა გადადოს წარსული მოთხოვნები და ახლებურად შეხედოს რა სჭირდება ქვეყანას მომავალში. თუკი ამგვარი დიალოგის ფასილიტატორობა შეგვიძლია, ჩვენ ამას გავაკეთებთ“ – ასეთია მათი პოზიცია.

მსგავსი თემები