“ნიკო ნიკოლაძეს ვერ გააცოცხლებენ და ექვთიმე თაყაიშვილს” – ალეკო ელისაშვილი მთავრობის შემადგენლობაზე

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი  პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის მხარდაჭერას არ აპირებს. ალეკო ელისაშვილის თქმით, მას აინტერესებს რა გეგმის დაწერა მოასწრო ახალმა სამთავრობო გუნდმა ერთ დღეში:

“ღარიბაშვილი თვითონ არის ისეთი კანდიდატურა, რომელსაც მხარს ნამდვილად ვერ დავუჭერთ. სხვები არ ვიცი, ნიკო ნიკოლაძეს ისინი ვერ გააცოცხლებენ და ექვთიმე თაყაიშვილს, რომ მთავრობაში მიიყვანონ და რაც იყო ალბათ ისევ ის იქნება და ერთი-ორი დეკორატიული ცვლილება იქნება. დღეს ითქვა, რომ მთავრობის შემადგენლობასთან ერთად მთავრობის გეგმა უნდა წარმოადგინონ და მაინტერესებს, ერთ დღეში რა პროგრამა დაწერეს,” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილი თეა წულუკიანის პარლამენტიდან მთავრობაში შესაძლო გადანაცვლებასაც შეეხო:

“თვითონაც არ მალავს წულუკიანი, რომ კულტურის მინისტრობა უნდა და აპირებს, ვნახოთ იქნება თუ არა ჩამონათვალში, თუმცა არ მგონია, რომ ქართულ კულტურას, რომელიც მძიმე დღეშია, წულუკიანის დანიშვნამ რამე ხეირი მოუტანოს,”- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მთავრობის ახალი შემადგენლობა უნდა წარედგინოს, ბიუროს სხდომა 18:00 საათზეა ჩანიშნული.

მსგავსი თემები