„პრინციპული, პატრიოტი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე“ – რიმა ბერაძე ირაკლი ღარიბაშვილზე

საქართველოს პარლამენტის წევრი რიმა ბერაძე ირაკლი ღარიბაშვილის გაპრემიერებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოზიციას აფიქსირებს და ამბობს, რომ ის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანია.  

„მომავალი პრემიერ მინისტრი – ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი არის პრინციპული, პატრიოტი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სახელმწიფო მმართველობაში გამოცდილი პიროვნება. მისი პრემიერობის დროს, საქართველომ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და ვიზალიბერიზაცია მოიპოვა. ის იყო ძალიან წარმატებული შსს მინისტრი, წარმატებული თავდაცვის მინისტრი, სადაც ჩვენი ჯარისკაცების სამუშაო პირობები უმაღლეს დონეზე ავიდა.

ბატონი ირაკლი არის 2012 წლის 1 ოქტომბრის,იდეალებისა და ღირებულებების სახე.  მე მჯერა, რომ თქვენ იქნებით საუკეთესო პრემიერი. თქვენ იქნებით ის პრემიერი ვინც 2024 წელს ხელს მოაწერს საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. წარმატებები!“ – წერს რიმა ბერაძე.   

მსგავსი თემები