„იმოქმედონ პასუხისმგებლობით, განმუხტონ დაძაბულობა“ – ბრიტანეთის საელჩო

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მხარეებს პასუხისმგებლობისა და სიტუაციის განმუხტვისკენ მოუწოდებს.

„რთული ვითარებაა. როგორც მეგობარი, მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს,  იმოქმედონ პასუხისმგებლობის გრძნობით, განმუხტონ დაძაბულობა და ხელი შეუწყონ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესს. კრიზისის გახანგრძლივება არავის ინტერესშია. საქართველოს მოსახლეობა უკეთესს იმსახურებს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მსგავსი თემები