“ორივე გადაწყვეტილების შემთხვევაში, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება” – ხატია დეკანოიძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით, რა შედეგიც არ უნდა დადგეს სასამართლოში, ორივე იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. 

“ჩვენ ქვეყანაში, სამწუხაროდ, არ არსებობს თავისუფალი სასამართლო და დღეს ბატონმა ჰარცელმა დაადასტურა კიდევ ერთხელ. მან თქვა, რომ სასამართლოს ხარისხი არი მძიმე, რადგან მას ხალხი არ ენდობა. თუ შევხედავთ მოსამართლეს, რომელმაც ეს საქმე უნდა განიხილოს, მე არ მაქვს მასზე კარგი წარმოდგენა, ეს არის ადამიანი, რომელმაც რურუას მიუსაჯა პატიმრობა, მაკო გომურს არ მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი. 

“ქართულ ოცნებას,” რომელიც არის გავრილოვის დავალებების შემსრულებელი, ეშინია. ორივე გადაწყვეტილების შემთხვევაში, იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამიტომ ჩვენი გეგმა არის მარტივი. არ ვაპირებთ გავრილოვს თავი დავუხაროთ, ეს ხომ ნიკა მელიას საქმე არ არის? ეს არის საქმე, რომელიც არის გავრილიადას გაგრძელება.  ჩვენ შევეცდებით, რომ ნიკა მელია დარჩეს თავისუფლებაზე. მე კანონის უზენაესობის პატივისცემა არ მეშლება, მაგრამ ამ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო არ არსებობს.

თუ გადაწყვეტს “ქართული ოცნება” რომ ძალიან დიდი ზიანი მიიღოს და შტურმით შემოვიდეს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მთავარ ოფისში, მათი გადასაწყვეტია. ღირსება გაგვაჩნია და არ ვაპირებთ გადავუგდოთ ჩვენი თანამებრძოლი გავრილოვს.  დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ნიკა თავისუფლებაზე დარჩეს,” – განაცხადა “რის კურიერში” ხატია დეკანოიძემ. 

მსგავსი თემები