„გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდა“ – ევროკავშირის ელჩი


საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, საქართველო კორონავირუსის ვაქცინის პირველ გზავნილს მიმდინარე თვის ბოლოს მიიღებს. მისივე შეფასებით, ეს იმას ნიშნავს, რომ გვირაბის ბოლოს შუქი ჩანს.

​„ევროკავშირი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და წევრ ქვეყნებთან ერთად ძალიან დიდ დახმარებას გასცემს კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დროს. დღეს იყო სამედიცინო აღჭურვილობის მორიგი მიწოდება კლინიკისთვის – რესპუბლიკურ საავადმყოფოს გადავეცით ხელოვნური სუნთქვის აპარატები და სხვადასხვა სამედიცინო მოხმარების საგნები. ბედნიერი ვარ, რომ დახმარებას ვუწევთ სწორედ ასეთ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ყოველდღიურად აყენებენ რისკის ქვეშ, დახმარებას უწევენ პაციენტებს. ჩვენ ვთანამშრომლობთ ასევე ვაქცინაციის საკითხებზეც. ევროკავშირი არის „კოვაქსის“ პლატფორმიდან ვაქცინების მოწოდების მთავარი სპონსორი და თებერვლის ბოლოს პირველ პარტიას უკვე ველოდებით. შეიძლება ითქვას, რომ გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდა“, – აღნიშნა ელჩმა მედიასთან.

მსგავსი თემები