დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს

დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე აიყვანეს სამართალდამცველებმა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა იანვარში 20 ათასი დოლარის ყალბი კუპიურები გაასაღა.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

მსგავსი თემები