ამირან გამყრელიძემ კორონავირუსი დაამარცხა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსი დაამარცხა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ამირან გამყრელიძე სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა და ახლა სამსახურშია.

ამირან გამყრელიძე ბინაზე მკურნალობდა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი 29 დეკემბერს დაუდასტურდა.

მსგავსი თემები