თაღლითობა „კოვიდ 19“-ის გამოყენებით – მიმართეთ შსს-ს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს აფრთხილებს. როგორც ცენტრის განცხადებაში ვკითხულობთ, გარკვეული ჯგუფები მოქალაქეებს ურეკავენ და „კოვიდ 19“-ის საპრევენციო პრეპარატს სთავაზობენ, რაც ტყუილია.   

„ბოლო პერიოდში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიის სახელით ურეკავენ მოქალაქეებს და სთავაზობენ პრეპარატს, რომელიც რეკომენდებულია COVID-19-ით (კორონათი) დაინფიცირების შემთხვევაში და პროფილაქტიკისთვის.

გვინდა გაცნობოთ, რომ ზემოაღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი არანაირ მედიკამენტს არ უწევს რეკომენდაციას. გთხოვთ, მსგავსი ზარების შემთხვევაში ნომერი, რომლიდანაც ზარი განხორციელდა გადასცეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს”, – ვკითხულობთ.

მსგავსი თემები