“ჯანმო-სგან მივიღეთ რეკომენდაცია, რომ კვლევის ფარგლებში უფლება გვაქვს “რემდესივირი” გამოვიყენოთ” – ეკატირენე ტიკარაძე

მივიღეთ რეკომენდაცია, რომ კვლევის ფარგლებში გვაქვს უფლება გამოვიყენოთ “რემდესივირი”.შესაბამისად, დაწყებულია შესყიდვის პროცედურები, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისიტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

,,ჩვენ მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია კლინიკურ ჯგუფთან და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან მივიღეთ რეკომენდაცია, რომ კვლევის ფარგლებში გვაქვს უფლება, რომ გამოვიყენოთ “რემდესივირი”, შესაბამისად, დაწყებულია შესყიდვის პროცედურები და იმ ვადაში, რაც დაგვჭირდება შესყიდვისთვის და ამ მედიკამენტის ტრანსპორტირებისთვის, მივიღებთ “რემდესივირს”, როგორც კვლევაში ჩასართავ პრეპარატს“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი თემები