„საზოგადოებას აქ აქვს მღელვარების საფუძველი, რომ სასამართლო დარჩება უპატრონოდ“ – ზაქარია ქუცნაშვილი

„დღევანდელი კანონმდებლობით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე  პრეზიდენტმა უნდა დაასახელოს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედებული კანონმდებლობის მიხედვით კი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. ანუ, ოქტომბრის შემდეგ ეს უფლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადავა“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში

როგორც დეპუტატმა განაცხადა, თუ კანონი ვადებს ადგენს, პრეზიდენტი იძულებული იქნება, კანდიდატი დაასახელოს , თუ ვადებზე დათქმა არ არის, ამ შემთხვევაში საზოგადოებას აქ აქვს მღელვარების საფუძველი, რომ სასამართლო დარჩება უპატრონოდ.

„ასე ნამდვილად არ არის. სასამართლო იმართება საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე , რაც იმას ნიშნავს, რომ კოლეგიები და პალატები ვალდებულები არიან,  იმ ვადაში განიხილონ საქმეები, რა ვადაშიც მათ დაეწერებათ. რაც შეეხება პრეზიდენტის მხრიდან კანდიდატების შერჩევის პროცედურის დაწყებას, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მისმა მრჩევლებმა ბრძანეს, რომ შეცდომად აღიქვამენ მათ წინა გადაწყვეტილებას და საზოგადოებას უნდა აჩვენონ, რომ ახლა ამ შეცდომას ასწორებენ. მათ საჯაროდ განაცხადეს კიდეც, რომ იმედგაცრუებულები არიან მათი წინა გადაწყვეტილებით და შესაბამისად, ჩქარობენ, რომ ეს იმედგაცრუება გამოასწორონ. თუმცა, ვერ აცნობიერებენ ერთ რამეს, რომ კანდიდატი გინდა სექტემბერში წარმოადგინონ, გინდა ოქტომბერში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ვინც არ უნდა მოიყვანო, ერთ-ორ თვეში ვერაფერს შეცვლის“, – აღნიშნა ქუცნაშვილმა „მთავარში“.

 

მსგავსი თემები