დღეს გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევებიდან ყველაზე მეტი აჭარაში დაფიქსირდა

დღეს გამოვლენილია კორონავირუსის 10 დადასტურებული შემთხვევა, აქედან ყველაზე მეტი რაოდენობა აჭარაში დაფიქსირდა.

ინფიცირებულ პაციენტებთან კავშირში მყოფი პირების რაოდენობა ქობულეთში კვლავ გაიზარდა.

ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი გიგა კიკაბიძე აცხადებს, რომ პაციენტებთან ანტივირუსული მკურნალობა მიმდინარეობს, მათი მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება ქუთაისში მდგომარეობას, ამ ეტაპზე ეპიდვითარება სტაბილურია. ქუთაისის კლინიკა ”ლჯ და კომპანია – ფილტვის და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის” მთავარი ექიმი, თემურ ნადირაძე აცხადებს, რომ ლენტეხიდან გადმოყვანილი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

მსგავსი თემები