“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, მოსახლეობას ხვდება

შალვა კერესელიძემ მორიგი წინასარჩევნო შეხვედრა საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების წიწამურის, არაშენდას, საგურამოს და საგურამოს დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებთან გამართა.

საგურამოს ადმინისტრაციული ერთეული მცხეთის მუნიციპალიტეტში სიდიდით და ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთი აქტიური ადგილია.

შალვა კერესელიძის განცხადებით როგორც სახელმწიფოს ასევე კერძო სექტორის და მათ შორის ფონდი „ქართუს“ მხრიდან ბოლო წლებში საგურამოში არაერთი ტურისტული პროექტი განხორციელდა.

„ჩვენი მომავალი წლების პრიორიტეტები იქნება ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა სოფლის მეურნეობა და იმ პრობლემების მოგვარება, რაც მოსახლეობას აწუხებს.”- განაცხადა შალვა კარესელიძემ.

მსგავსი თემები