“მამუკა ბახტაძე, სავარაუდოდ, პროპორციულ სიაში არ იქნება” – არჩილ თალაკვაძე

როგორც არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვეტილება არ არის მიღებული მამუკა ბახტაძე იქნება თუ არა საპარლამენტო სიაში.

“მამუკა ბახტაძე არის „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი. სწორედ ამიტომაც ესწრებოდა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარული სიის პრეზენტაციას. რაც შეეხება საპარლამენტო სიაში მისი ყოფნის საკითხს, ასეთი გადაწყვეტილება პარტიაში არ არის მიღებული. სავარაუდოდ, მამუკა ბახტაძე არ იქნება პროპორციულ სიაში“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, მმართველმა გუნდმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 20 ივლისს დაასახელა. კანდიდატების წარდგენას ესწრებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც.

მსგავსი თემები