“ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, უზნეობაა” – გია ვოლსკი

საზოგადოების მოთხოვნა და მღელვარება ჩვეულებრივი ამბავია ყველგან, მაგრამ როცა ამას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ, ეს უზნეობაა,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე, ოპოზიციის განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.

„ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა და ყველა მოტივირებულია, არა მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურები, არამედ მთელი საზოგადოება, რომ სწრაფად იყოს გამოძიებული და დადგინდეს, რეალურად რა მოხდა. ასეთ შემთხვევაში, საზოგადოების მოთხოვნა და მღელვარება ჩვეულებრივი ამბავია ყველგან, არა მხოლოდ საქართველოში, მაგრამ როცა ამას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ, ეს უზნეობაა. დანარჩენი არავინ არის ისეთი არც ამ ქვეყანაში და არც სხვაგან, განაცხადოს, რომ ასეთი საკითხი რაღაც პოლიტიკურ ნებასთან ან ინტერესებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული“, – განაცხადა ვოლსკიმ.

რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში იპოვეს.

მსგავსი თემები